logo
ENG



დანია უკრაინას დამატებით 110 მილიონ ევროს გადასცემს 

11 აგვ 202214:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/11/b3wd70kl3bqba03.jpg

დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა გამოაცხადა, რომ დანია უკრაინას "იარაღის, აღჭურვილობისა და სწავლებისთვის" კიდევ 110 მილიონი ევროს (113,7 მილიონი აშშ დოლარი) ფინანსურ დახმარებას გადასცემს.

"იმედი მაქვს, რომ ჩვენ დღეს შევთანხმდებით უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტ დახმარებაზე და რა თქმა უნდა, დანია მზადაა შეასრულოს მისი მოვალეობები." - თქვა ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში, დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე.

დანიის დედაქალაქში გამართულ კონფერენციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ბენ უოლესი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ესწრებოდნენ. 

 

close დახურვა